საქართველოს განათლების მინისტრი, მიხეილ ჩხენკელი თვითიზოლაციაში იმყოფება. მისი ოჯახის წევრს კორონავირუსი დაუდასტურდა. ინფორმაციას განათლების სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ინფორმაციით, მინისტრს არ აღენიშნება კოვიდ 19-ისთვის დამახასიათებელი სიმპტომები და თავს კარგად გრძნობს. მიხეილ ჩხენკელი საქმიანობას დისტანციურ რეჟიმში გააგრძელებს.
2 ნოემბერს კორონავირუსი საქართველოს პრემიერს გიორგი გახარიას დაუდასტურდა. იმავე დღესვე ცნობილი გახდა, რომ ვირუსი დაუდასტურდა პრემიერის აპარატის უფროსს, ნათია მეზვრიშვილსაც.