logo
ENG



მოვუწოდებთ რვა მარტის შეთანხმების შესრულებისკენ - კელი დეგნანი

20 მაი 202014:55
3 წუთის საკითხავი
 

ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა, კელი დეგნანმა ქართული მედიისთვის გამართულ პრესკონფერენციაზე, პოლიტიკოსებს რვა მარტის შეთანხმებისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა. მისი თქმით, შეთანხმების შესრულება ხელს შეუწყობს დემოკრატიული არჩევნების ჩატარებას.

კელი დეგნანმა ხაზი გაუსვა იმასაც, რომ 2020 წლის არჩევნებში საქართველოს პარტნიორები ელიან უფრო სამართლიან და თავისუფალ გარემოს, ადმინისტრაციული რესურსისა და ამომრჩევლის დაშინების აღმოფხვრას და ეუთო-ს რეკომენდაციების გათვალისწინებას.

​„ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობა ეფუძნება საერთო დემოკრატიულ ღირებულებებსა და უსაფრთხოებას. მოვუწოდებთ რვა მარტის შეთანხმების შესრულებისკენ, რომელიც მიმართულია პოლიტიკური სპექტრის დეპოლარიზაციისკენ. რეკომენდაციები კი კანონის პატივისცემისკენ. ჩვენ ვაგრძელებთ საქართველოს პარლამენტთან მუშაობას, რომ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები ჩატარდეს.

ასევე, ვაგრძელებთ რეკომენდაციების გაცემას საარჩევნო კანონის რეფორმირებისთვის, რომ ეუთო-ს მოთხოვნები აისახოს კანონმდებლობაში და პასუხი გაეცეს წინა არჩევნებზე გამოვლენილ ხარვეზებს, ხელი შეეწყოს სამართლიანი არჩევნების ჩატარებას ოქტომბერში. ამასთან დაკავშირებით პარლამენტში გაიმართა რამდენიმე მოსმენა და ბოლო ვერსია გაუმჯობესებულია. თუმცა რჩება გარკვეული ხარვეზები.

ვიმედოვნებთ, რომ საბოლოო ვერსიაში ასახული იქნება ექსპერტების მოსაზრებები და უკეთესი იქნება რეგულაციებიც ისეთ საკითხებზე, როგორიცაა ამომრჩევლის დაშინება, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება და საარჩევნო დავები. პრობლემატურია ახალი რეგულაციები, რაც უკავშირდება საარჩევნო მონაცემების გამოქვეყნებას. მეტი პოლიტიკური პლურალიზმი - სამოქალაქო საზოგადოება ხელს შეუწყობს დამოუკიდებელი ინსტიტუტების შექმნას და კონტროლისა და ბალანსის სისტემის შექმნას", - განაცხადა კელი დეგნანმა.

 


close დახურვა