ფოთში, გუშინ კომენდანტის საათის დროს 3 დარღვევა დაფიქსირდა და შესაბამისი ოქმები დაიწერა. რაც შეეხება საკონტროლო გამშვებ პუნქტებს, ბლოკ-პოსტებიდან არ შესულა არც ერთი შეტყობინება მაღალი ტემპერატურის შესახებ.
ფოთის მერმა კიდევ ერთხელ მოუწოდა მოსახლოებას დარჩნენ სახლში და დაიცვან რეკომენდაციები.
"ღამის განმავლობაში სამართალდაცველების მხრიდან დაფიქსირდა კომენდანტის საათის 3 დარღვევა და კიდევ ერთხელ მინდა მოვუწოდო მოსახლეობას მაქისმალურად დაიცვას როგორ კომენდანტის საათი, ასევე დაიცვას მთავრობის ყველა რეკომენდაცია",-განაცხადა გოჩა კურღელიამ.
ფოთში ცხელების ცენტრში სასწაფო დახმარების ბრიგადამ რესპირატორული ჩივილებით 3 ადამიანი შეიყვანა და მათზე ამჟამად დაკვირვება მიმდინარეობს. ქალაქში, ჯამში , თვითიზოლაციაში 21 ადამიანი , საკარანტინო სივრცეში კი 5 ადამიანია მოთავსებული.