26 იანვარს თბილისის ვერის კალათბურთო დარბაზში საკრივო შოუ გაიმართა.
ღონისძიებაზე ქართველი მსოფლიო ჩემპიონი 69 კგ წონით კატეგორიაში ლაშა გურგულიანი მსოფლიოს ჩემპიონის ქამრის დასაცავად მექსიკელ ედგარ ორტეგას დაუპირისპირდა და მეტოქე დამაჯერებლად დაამარცხა. 29 წლის მექსიკელი მოკრივე ლათინური ამერიკის ქვეყნების ყოფილი ჩემპიონია.
შეგახსენებთ, რომ ლაშა გურგულიანმა მსოფლიო ჩემპიონის ტიტული 2019 წლის მაისში ეგვიპტის დედაქალაქ კაიროში გამართულ ბრძოლაში ანდრეას ვალავანისის დამარცხების შედეგად მოიპოვა.