logo
ENG



მოლდოვამ 22 რუსი დიპლომატი ქვეყნიდან გააძევა

15 აგვ 202300:08
3 წუთის საკითხავი
 
2023/08/15/z4qhz9ntpy98jfs.png

მოლდოვამ 22 რუსი დიპლომატი ქვეყნიდან გააძევა. დიპლომატებმა კიშინიოვი უკვე დატოვეს.

როგორც მოლდოვის საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, 15 აგვისტოდან ქვეყანაში ყოფნის უფლება მხოლოდ 10-მდე რუს დიპლომატს და 15 დამხმარე პერსონალს აქვს. მანამდე საელჩოში 80-ზე მეტი ადამიანი მუშაობდა.

ოფიციალური კიშინიოვი აცხადებს, რომ ეს გადაწყვეტილება რუსეთის არამეგობრულ ქმედებებსა და მოლდოვაში დესტაბილიზაციის მოწყობის არაერთ მცდელობას უკავშირდება.

თებერვალში მოლდოვას პრეზიდენტმა მაია სანდუმ საჯაროდ განაცხადა, რომ რუსეთი დივერსანტების მეშვეობით აქციების სერიას გეგმავდა. მანამდე უკრაინის დაზვერვამ გააფრთხილა მოლდოვა, რომ რუსეთის უახლოეს მომავალში იქ სახელმწიფო გადატრიალების მოწყობა უნდა.


close დახურვა