logo
ENG



მოლდოვის საპარლამენტო არჩევნებში მაია სანდუს პარტიამ გაიმარჯვა

29 სექ 202502:22
3 წუთის საკითხავი
 
2025/09/29/zjpragkkaglvedu.png

მოლდოვის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებულია „მოქმედებისა და სოლიდარობის პარტია“ (PAS). ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით, უკვე დამუშავებულია საარჩევნო უბნების 94.8%, რაც პრაქტიკულად საბოლოო სურათს განსაზღვრავს.

PAS-ი ამ დროისთვის ხმების 47,7%-ით (691 426 ხმა) აშკარა უპირატესობით ლიდერობს. მეორე ადგილზეა პრორუსული პატრიოტული საარჩევნო ბლოკი, 25,8%-ით (374 894 ხმა), ხოლო მესამე ადგილზე – „ალტერნატივა" 8,4%-ით (122 389 ხმა).

დანარჩენი პოლიტიკური ძალებიდან, 5%-იანი საარჩევნო ბარიერის გადალახვა მხოლოდ ორმა შეძლო.

ცესკოს მიერ გამოქვეყნებულ რუკაზე ქვეყნის უმრავლესობა ოლქებისა PAS-ის ფერითაა მონიშნული, რაც მმართველი პარტიის ძლიერ მხარდაჭერას ადასტურებს.


close დახურვა