logo
ENG



მოლოდინი გვაქვს, რომ პიკურ მაჩვენებელს 20 აგვისტოსთვის მივაღწევთ - ტიკარაძე

11 აგვ 202116:12
3 წუთის საკითხავი
 
მოლოდინი გვაქვს, რომ პიკურ მაჩვენებელს 20 აგვისტოსთვის მივაღწევთ - ტიკარაძე

ჯანდაცვის მინისტრი, ეკატერინე ტიკარაძე ამბობს, რომ კორონავირუსის შემთხვევების პიკურ მაჩვენებელს შესაძლოა 20 აგვისტოსთვის მივაღწიოთ. ამის შესახებ მან რუსთავი 2-ის ეთერში ისაუბრა.

"პიკურ მაჩვენებელს მოლოდინი გვაქვს, რომ მივაღწევთ 20 აგვისტოსთვის, რაც დღევანდელი მონაცემებით, არის გარდაუვალი. თუ ჩვენ გვაქვს ამის სურვილი და ამის სურვილი ჩვენ ყველას გვაქვს, რომ პიკურმა მაჩვენებელმა 20 აგვისტოს შემდეგაც არ განაგრძოს ზრდა, ამისთვის მნიშვნელიანია არა დავფიქრდეთ გვინდა თუ არა დავიცვათ სოციალური დისტანცია, გავიკეთოთ პირბადე და ავიცრათ, არამედ ეს არის ის აუცილებელი მოცემულობა, რომელიც უნდა განხორციელდეს თითოეული ჩვენგანის მხრიდან", - ამბობს მინისტრი.

საქართველოში კორონავირუსით შემთხვევებისა და გარდაცვალების მაჩვენებელი მატულობს. 11 აგვისტოს მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 5 352 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 48 პაციენტი გარდაიცვალა.


close დახურვა