მონღოლეთში, ულან-ბატორში 1.8 მილიარდი დოლარის ღირებულების ქვანახშირის მითვისების გამო, უკვე მესამე დღეა საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.
მოსახლეობა მთავრობისგან ითხოვს, რომ დაასახელოს მიმთვისებლების სახელები და პასუხისმგებლობაში მისცენ ყველა, ვინც ქვანახშირის უკანონო ექსპორტირებაში იყო ჩართული.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, დემონსტრანტები მთავრობის სასახლეში შეიჭრნენ, რასაც მსხვერპლიც მოჰყვა - სახელმწიფო დაცვის სამსახურის 4 თანამშრომელს თავი მოჰკვეთეს, რამდენიმე ადამიანი ჭყლეტაში მოჰყვა და ისინი საავადმყოფოში გადაიყვანეს.