logo
ENG



მონღოლეთი ICC-ის მიერ პუტინზე გაცემულ დაკავების ორდერს არ აღასრულებს

03 სექ 202418:01
3 წუთის საკითხავი
 
2024/09/03/m8wft5bw94vnrw6.jpg

2 სექტემბერს რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი სახელმწიფო ვიზიტით მონღოლეთში ჩავიდა, რომელიც ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC) წევრი სახელმწიფოა.

მონღოლეთმა 2023 წლის 17 მარტს ICC-ის მიერ პუტინის ომის დანაშაულების გამო გაცემული დაკავების ორდერი არ შეასრულა, რომლის მიხედვითაც რომის წესდების წევრ ქვეყნებს ევალებათ მათ ტერიტორიაზე შემოსვლის შემთხვევაში რუსეთის პრეზიდენტი დააკავონ.

მონღოლეთმა რუსეთის პრეზიდენტის დაპატიმრებაზე უარი იმით ახსნა, რომ პუტინი "ყოველთვის იცავდა ნეიტრალიტეტის პოლიტიკას".

პუტინს ულან-ბატორში საზეიმო ცერემონიით დახვდნენ. პუტინი საბჭოთა კავშირისა და მონღოლეთის იაპონიის არმიაზე გამარჯვების 85-ე წლისთავის აღსანიშნავ ღონისძიებასაც დაესწრება. 

როგორც ცნობილია, პუტინმა მონღოლეთის პრეზიდენტი უხნააგიინ ხურელსუხი BRICS-ის სამიტზეც დაპატიჟა, რომელიც რუსეთში, ქალაქ ყაზანში ოქტომბრის ბოლო რიცხვებში გაიმართება.

 


close დახურვა