logo
ENG



მორიგი დადასტურება საპატრიარქოს ხელისუფლებასთან შეზრდის - ბერძენიშვილი

14 ივნ 202014:40
3 წუთის საკითხავი
 

ხელისუფლებისა და საპატრიარქოს თანამშრომლობის მაგალითი - ასე აფასებენ ოპოზიციური პარტიები სახელმწიფოს მიერ საპატრიარქოსთვის მიწის ერთ ლარად მიყიდვას.

როგორც „რესპუბლიკური პარტიის“ ლიდერი, დავით ბერძენიშვილი ამბობს, რომ „ფორმულას“ მიერ მოძიებული მასალა მიწის გადაცემისა და მასზე მშენებლობის შესახებ ამხელს ამ ორი ინსტიტუციის ერთმანეთში შეზრდას.

„მორიგი დადასტურება საპატრიარქოს ხელისუფლებასთან შეზრდის. ერთი მერის პირობებში მოითხოვეს უზარმაზარი ტერიტორია მიწის და ნარმანიამ გასცა. მეორე მერის პირობებში თქვეს, ახლა შევამცირებთ ტაძარსო. ეს არის გამოყენება გაბრიელის სახელის", - აცხადებს დავით ბერძენიშვილი.

სერგო რატიანი კი აცხადებს, რომ მსგავსი მიდგომები ხელისუფლების მხრიდან აზარალებს ქვეყანას და დემოკრატიულ პროცესებს.

„პოლიტიკური კორუფცია სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის სულ უფრო მძიმე სახეს იღებს, ეს აზიანებს ორივე მხარეს და აზიანებს დემოკრატიულ პროცესებს. თავიდან პროექტი არის ასეთი და იცვლება სხვა მიზნებისთვის", - ამბობს სერგო რატიანი.

შეგახსენებთ, რომ სახელმწიფოს მხრიდან საპატრიარქოსთვის მიწის ერთ ლარად გადაცემის საკითხი „შაბათის ფორმულამ“ გამოიძია - როგორც გაირკვა, თავდაპირველად ტაძრის ასაშენებლად განკუთვნილ მიწაზე საცხოვრებელი კორპუსები შენდება.


close დახურვა