logo
ENG



მოსახლეობას ცხოვრება კიდევ უფრო გაუძვირდა

03 დეკ 201921:03
3 წუთის საკითხავი
 
occz2oz88jtvemn.jpg

მოსახლეობას ცხოვრება კიდევ უფრო გაუძვირდა.

ინფლაციის მაჩვენებელი გაზრდილია - სამომხმარებლო კალათის ღირებულების წლიურმა ცვლილებამ 7% შეადგინა, რაც 2017 წლის შემდეგ რეკორდული მაჩვენებელია.

გაძვირდა ბოსტნეული, რძის ნაწარმი, შაქარი, ხორცი და პური - ეს კი მოსახლეობის ყოველდღიური რაციონის ძირითადი პროდუქტია.

მოსახლეობას მგზავრობის, ჯანდაცვის და კომუნალური მომსახურების ფასებიც გაეზარდა.

უცნობია, რას უპირისპირებს ფასების ზრდას „ოცნების“ ხელისუფლება, რომლის შეპირებული საოცნებო მეოთხე წელი მერვე წელია, არ დადგა. ხალხი მთავრობას ქუჩაში გასვლას და მათი მდგომარეობის ნახვას ურჩევს.

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2018 წელს საქართველოს მოსახლეობის 20.1% სიღარიბის აბსოლუტურ ზღვარს ქვევით ცხოვრობდა. ეს იმას ნიშნავს, რომ 700 000-ზე მე ადამიანს ხელი აუცილებელ მინიმალურ საარსებო პირობებზე არ მიუწვდება. 2019 წლის მონაცემები ჯერ გამოქვეყნებული არ არის.

 

 

 


close დახურვა