logo

მოსახლეობა მრიცხველების მოხსნას და წყლის ხარისხის გაუმჯობესებას ითხოვს - აქცია ლაგოდეხში

clock 0 clock 68 clock 01 აგვ 202012:42
rg1m92dbvl133r5.jpg

ლაგოდეხში მრიცხველების მოხსნისა და წყლის ხარისხის გაუმჯობესების მოთხოვნით მოქალაქეებმა საპროტესტო აქცია გამართეს. 

აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ მათ არ სურთ, წყლის საფასური ახალი წესით გადაიხადონ და მრიცხველების მოხსნას მოითხოვენ.

ადგილობრივების თქმით, უკვე რამდენიმე თვეა, რაც მოხმარებული წყლის საფასურის გადახდა არა სულადობის, არამედ მრიცხველის ჩვენების მიხედვით უწევთ. იმის გამო, რომ ლაგოდეხელებს სარწყავი წყალი არ აქვთ, სოფლის მეურნეობის საჭიროებებისთვისაც სასმელ წყალს იყენებენ, შესაბამისად, მრიცხველის ჩვენებით, თვეში შესაძლოა, 100 ლარის გადახდაც კი მოუწიოთ.

მოსახლეობა მოითხოვს, რომ მრიცხველები მოიხსნას და წყლის საფასური ადრინდელი წესით, სულადობის მიხედვით გადაიხადონ. იმავე მოთხოვნით აქცია 29 მაისს და 1-ლ ივნისს გაიმართა. ლაგოდეხში სასმელი წყლის პრობლემის მოსაგვარებლად ბოლო 5 წლის განმავლობაში 13 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა. მოსახლეობას წყლის პრობლემა კი ისევ აწუხებს.

ასევე წაიკითხეთ
close დახურვა