![4trt1b41s4b1gl2.png](/uploads_script3/news/4trt1b41s4b1gl2.png)
რუსეთის დედაქალაქ მოსკოვში, 50-ე საავადმყოფოში, სადაც კოვიდინფიცირებულებსაც მკურნალობდნენ, ხანძარი გაჩნდა, რასაც ერთი პაციენტის სიცოცხლე ემსხვერპლა, - ამის შესახებ ინფორმაციას რია ნოვოსტი ავრცელებს.
მედიასაშუალების ცნობით, ხანძარი კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაში გაჩნდა. განყოფილებიდან 5 პაციენტის გამოყვანა მოახერხეს, ხოლო მე-6 პაციენტი დაიღუპა.
სულ საავადმყოფოდან 295 პაციენტის ევაკუირება მოხდა. ამ დროისთვის ხანძარი ლიკვიდირებულია და მისი გაჩენის მიზეზებს არკვევენ.