logo
ENG



მოსკოვის სასამართლომ შეერთებული შტატების მოქალაქეს 16 წლიანი პატიმრობა მიუსაჯა

15 ივნ 202016:42
3 წუთის საკითხავი
 

მოსკოვის სასამართლომ შეერთებული შტატების მოქალაქეს პოლ უილანს 16 წლიანი პატიმრობა შეუფარდა. უილანს, რომელიც დიდი ბრიტანეთის და კანადის მოქალაქეცაა, ბრალი შპიონაჟში ედება. 

სასამართლო პროცესი ჟურნალისტებისთვის დახურული იყო. მედია დარბაზში მხოლოდ განაჩენის გამოცხადებისას დაუშვეს. თავად უილანი ბრალს არ აღიარებს, განაჩენის გასაჩივრებას აპირებს  და შეერთებული შტატების, კანადის და დიდი ბრიტანეთის ლიდერებს მომხდარზე რეაგირებას სთხოვს.

უსამართლოს უწოდებს სასამართლო პროცესს შეერთებული შტატების ელჩი რუსეთში. პოლ უილანი მოსკოვში 2018 წელს დააკავეს. მისი თქმით, პროვოკაცია მის წინააღმდეგ ეფ ეს ბეს თანამშრომელმა მოაწყო.

 


close დახურვა