სომხეთი საგარეო პოლიტიკურ კურსს იცვლის - მოსკოვი გაღიზიანებულია. რუსეთში ფაშინიანის ორდღიანი ვიზიტის შემდეგ, სერგეი ლავროვი არ მალავს უკმაყოფილებას იმით, რომ ერევანი დასავლური სტრუქტურებისკენ იხრება. ლავროვის თქმით, რუსეთი შეშფოთებულია სომხეთსა და ნატო-ს შორის თანამშრომლობის გააქტიურებითაც. ამასთან ლავროვი ამტკიცებს, რომ რუსული ბაზა სომხეთში სტაბილურობის გარანტიაა. ფაშინიანის ხელისუფლებაში ყოფნის პირობებში ყარაბაღის მეორე ომის შემდეგ, ერევანსა და მოსკოვს შორის ურთიერთობა გაცივდა, ფაშინიანმა გამოტოვა ოდეკაბეს შეკრება, რუსეთზე დამოკიდებულების ზრდას კი სტრატეგიული შეცდომა უწოდა.