მოსკოვის ცენტრში, სასტუმრო ინტერკონტინენტალის მახლობლად ხანძარი გაჩნდა. ინფორმაციას TASS-ი ავრცელებს.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში ამბობენ, რომ ცეცხლი მშენებარე კორპუსში გაჩნდა. TASS-ი წერს, რომ ხანძარი უკვე ლიკვიდირებულია, ხოლო მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა. გაჩენილი ხანძრის გამო მიმდებარე ქუჩებზე გადაიკეტა მოძრაობა.
მოსკოვის პროკურატურაში თქვეს, რომ მომხდარზე გამოძიება მიმდინარეობს, რომელსაც ზედამხედველობის ორგანო აკონტროლებს.