რუსეთში, მოსკოვში მდებარე სავაჭრო ცენტრ მეგა ხიმკი-ში ხანძარია. საგანგებო სიტუაციების სამსახურის ცნობით, დაღუპულია, სულ მცირე, 1 ადამიანი.
რუსული მედიები წერენ, რომ ხანძარი დილის 6 საათზე გაჩნდა და მისი ფართობი 15 ათასი კვადრატული მეტრი იყო. მათივე ცნობით, 9 საათის მონაცემებით, ხანძრის ლოკალიზება 7 000 კვადრატულ მეტრზე მოხდა.
ცეცხლი თავდაპირველად სავაჭრო ცენტრში მდებარე სამშენებლო პროდუქციის ჰიპერმარკეტ OBI-ში გაჩნდა. მედიები წერენ, რომ ცეცხლი სხვა სექციებზე არ გადასულა.
გავრცელებული ინფორმაციით, ხანძრის დაწყებამდე სავაჭრო ცენტრში ადამიანები იმყოფებოდნენ. მოხდა თანამშრომლების ევაკუაცია.
რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამსახურის ცნობით, ხანძარი ჰიპერმარკეტში მიშენების სამუშაოებისას გაჩნდა, როდესაც მუშები შედუღებაზე მუშაობდნენ.