logo
ENG



მოსკოვი-თბილისის ავტობუსის ამოტრიალების შედეგად საქართველოს ორი მოქალაქე დაიღუპა

26 დეკ 201921:58
3 წუთის საკითხავი
 
rkxdamvutwxlt5m.jpg

მოსკოვი-თბილისის ავტობუსის ამოტრიალების შედეგად საქართველოს ორი მოქალაქე დაიღუპა. ამის შესახებ რუსული გამოცემა „რია ნოვოსტი“ იუწყება.

გამოცემის თანახმად, ავტობუსი მოსკოვის დროით 18:40 (თბილისის დროით 19:40) საათზე ამოტრიალდა რუსეთში, ლიპეცკის ოლქში. მათი ცნობით, დაშავდა 15 მგზავრი, რომლებშიც ასევე საქართველოს მოქალაქეები არიან.

„რია“ საგანგებო სიტუაციების სამსახურზე დაყრდნობით წერს, რომ ავტობუსი მოყინული გზის გამო ამოტრიალდა.


close დახურვა