logo
ENG



მოსკოვში კორონავირუსი სამ მართმადიდებელ მღვდელს დაუდგინდა

06 აპრ 202009:56
3 წუთის საკითხავი
 

ესპანეთში კორონავირუსით ერთ დღეში 694 ადამიანი გარდაიცვალა და დაღუპულთა საერთო რაოდენობამ 13 ათასს მიაღწია. თითქმის 6 ათასით გაიზარდა დაინფიცირებულთა რიცხვიც. გასული 24 საათის განმავლობაში იტალიაში  კორონავირუსი 4 ათასზე მეტ ადამიანს დაუდგინეს, გარდაცვლილთა რიცხვმა კი 15 ათასს გადააჭარბა.

დაინფიცირების შემთხვევები მატულობს დიდ ბრიტანეთში, სადაც ვირუსმა 4,934 ადამიანი იმსხვერპლა. გასული დღე-ღამის განმავლობაში 518 ადამიანი გარდაიცვალა საფრანგეთში. რთული ვითარებაა ირანსა და თურქეთში. აზერბაიჯანში, კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი შვიდამდე გაიზარდა, ამდენივე ადამიანია დაღუპული სომხეთშიც. დადასტურებულმა შემთხვევებმა  მოიმატა რუსეთშიც, სადაც ვირუსი 5 389 ადამიანს დაუდგინდა, აქედან 45  გარდაიცვალა. კორონავირუსი დაუდგინდა მოსკოვში სამ მართლმადიდებელ მღვდელს.


close დახურვა