logo
ENG



მოსკოვში მობილიზაციის დასრულების მოთხოვნით გამართულ აქციაზე 30-მდე ადამიანი დააკავეს

03 თებ 202416:57
3 წუთის საკითხავი
 
2024/02/03/b326b6n1kuv6s7b.jpg
SOTA

მოსკოვში, კრემლთან ახლოს დემობილიზაციის მოთხოვნით გამართულ აქციაზე 30-მდე ადამიანი დააკავეს. მათი უმრავლესობა მედიის წარმომადგენელია, მათ შორის, უცხოური გამოცემების ჟურნალისტებიც არიან. 

აქციის მონაწილეები ოჯახის წევრების ფრონტიდან სამშობლოში დაბრუნებას ითხოვენ. მომიტინგეებმა პუტინის შტაბისკენ მსვლელობა მოაწყვეს, სადაც დაკავებები გაგრძელდა. აქცია ორგანიზატორი მოძრაობა "გზა შინისკენ" იყო. 

დღევანდელი აქცია რუსეთის მობილიზაციის გამოცხადების მე-500 დღეს ემთხვევა. აქციის ფარგლებში მონაწილეები ალექსანდრეს ბაღში უცნობი ჯარისკაცის საფლავთან შეიკრიბნენ და ყვავილებით შეამკეს. მოძრაობა "გზა შინისკენ" მსგავს აქციას ყოველ შაბათს მართავს. ეს შეკრება რიგით მე-9 იყო. 

ორგანიზატორების მოთხოვნაა, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა მობილიზაციის დასრულების შესახებ ბრძანებას მოაწეროს ხელი. 

 

 


close დახურვა