logo
ENG



მოსკოვში ჟურნალისტ მარინა ოვსიანიკოვას სასამართლო პროცესი მიმდინარეობს

15 მარ 202218:53
3 წუთის საკითხავი
 
2022/03/15/riudad1uflc9imo.jpg

რუსეთში, ოსტანკინოს სასამართლოში ჟურნალისტ მარინა ოვსიანიკოვას სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.

მას ადმინისტრაციული წესით "არასანქცირებული საჯარო ღონისძიების ორგანიზებისთვის" ასამართლებენ, რაც გულისხმობს 30 000 რუბლამდე ოდენობის ჯარიმას, საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომას ან 10 დღემდე პატიმრობას.

"არა ომს! არ დაუჯეროთ პროპაგანდას, აქ თქვენ გატყუებენ!" - ამ შინაარსის პლაკატით არხის რედაქტორი, მარინა ოვსიანიკოვა რუსეთის პირველი არხზე, მთავარი გამოშვების პირდაპირ ეთერში შევიდა.

მოგვიანებით ინტერნეტში მარინა ოვსიანიკოვას ვიდეომიმართვა გავრცელდა, სადაც ის ჰყვება, რომ რცხვენია პროპაგანდაზე მუშაობის გამო.

"რაც ახლა ხდება უკრაინაში არის დანაშაული, რუსეთი კი აგრესორი ქვეყანაა. ამ დანაშაულზე მხოლოდ ერთი ადამიანია პასუხისმგებელი და ეს ადამიანი არის ვლადიმერ პუტინი.

მამაჩემი უკრაინელია, დედაჩემი რუსი და ისინი არასოდეს ყოფილან მტრები. ეს ყელსაბამი [რუსეთისა და უკრაინის დროშის ფერებში] არის სიმბოლო იმისა, რომ რუსეთმა სასწრაფოდ უნდა შეწყვიტოს ძმათამკვლელი ომი. ჩვენს ხალხებს ჯერ კიდევ შეუძლიათ შერიგება", - თქვა მან.


close დახურვა