logo
ENG



მოსკოვში საყოველთაო თვითიზოლაციის რეჟიმი გამოცხადდა

30 მარ 202016:54
3 წუთის საკითხავი
 
venfr72xygdgi9i.jpeg

მოსკოვის რეგიონში საყოველთაო თვითიზოლაციის  რეჟიმი გამოცხადდა. დედაქალაქის მერის დადგენილების თანახმად, მოსახლეობას საცხოვრებელი სახლების დატოვება დღეიდან ეკრძალება.

ქუჩებში გამოსვლა მხოლოდ სპეციალური საშვებით  და რამდენიმე მიზეზით იქნება ნებადართული. ესენია: სასწრაფო სამედიცინო დახმარების საჭიროება, პროდუქტებისა და მედიკამენტების შეძენა, სამსახურში წასვლა და საყოფაცხოვრებო ნარჩენების გადაყრა. მ

ოსახლეობა ასევე ვალდებულია, შინაური ცხოველები საცხოვრებელი ადგილიდან მაქსიმუმ 100 მეტრის რადიუსში გაასეირნონ.

რუსეთის ხელისუფლებამ საკურორტო ქალაქ სოჭში სპორტული დაწესებულებებისა და ტურისტული ინფრასტრუქტურის დახურვის გადაწყვეტილებაც მიიღო. ბოლო 24 საათში რუსეთში კორონავირუსის 302 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაცვლილია 9 ადამიანი. 


close დახურვა