დილიდან პანიკაა გორის მუნიციპალიტეტის რამდენიმე საჯარო სკოლაში - დაწყებითი კლასის მოსწავლეები ამბობენ, რომ მათი მოტყუებით გატაცება სცადეს. მოზარდების მონაყოლი ემთხვევა სხვადასხვა ქალაქში მომხდარს, რაზეც აქტიურად წერდნენ სოციალურ ქსელებში. სცენარიც იგივეა - ძირითადად სკოლასთან ბავშვებს კაცი ხვდებათ, მშობლების ახლობლად ეცნობა, ტკბილეულის სანაცვლოდ, წაყვანას სთავაზობს.