logo
ENG



მოუწესრიგებელი ინფრასტრუქტურა და დაუკანონებელი ბინები - ენმ რუსთაველებს შეხვდა

10 ნოე 201913:11
3 წუთის საკითხავი
 
i941rp4ukxtl1gu.jpg

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე გრიგოლ ვაშაძე და პარტიის სხვა წარმომადგენლები ამომრჩევლებთან შეხვედრებს განაგრძობენ. ამჯერად პარტიის ლიდერები რუსთავში იმყოფებოდნენ, სადაც ადგილობრივებს შეხვდნენ და მათ პრობლემებს გაეცნენ.

რუსთაველების დიდ ნაწილს მოუწესრიგებელი ინფრასტრუქტურა და მრავალი წლის მანძილზე დაუკანონებელი ბინების პრობლემა აწუხებთ. "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლები მათ ეკონომიკის სამინისტროსთან შუამდგომლობას და შესაძლებლობების ფარგლებში დახმარებას დაპირდნენ.

„უბრალოდ გასაოცარია. უზარმაზარი პოტენციის მქონე ქალაქი ემიგრანტების ბუდე გახდა. ადამიანები გამოიჩეკებიან თუ არა, ეგრევე ტოვებენ აქაურობას და მიდიან ემიგრაციაში. კიდევ ერთი კატასტროფა, რომლიც ამ ქალაქში ხდება, ეს არის ბინების დაუკანონებლობა. ჩვენ გვყავს საქართველოში საოკუპაციო რეჟიმი, რომლის ერთადერთი მიზანი არის რაც შეიძლება მეტი ფინანსური და დანარჩენი რესურსების გამოწოვა საქართველოდან და საქართველოს მოქალაქიდან,“ - განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა გრიგოლ ვაშაძემ.


close დახურვა