logo
ENG



მოძალადეები "პრაიდის" ოფისთან მივიდნენ, აივანზე ავიდნენ და დროშა ჩამოხსნეს

05 ივლ 202113:06
3 წუთის საკითხავი
 

ჰომოფობიური, ძალადობრივი ჯგუფები "თბილისი პრაიდის" ოფისთან მივიდნენ.

ათეულობით აგრესიულად განწყობილი ადამიანი ოფისთანაა შეკრებილი და, ფორმულას ჟურნალისტის ცნობით, ხელს უშლიან მედიას მუშაობაში.

ასევე ფორმულას ჟურნალისტის ინფორმაციით, ტერიტორიაზე არ არის საკმარისი რაოდენობის პოლიციელი და არ ხდება მოძალადეთა შეკავება.

"თბილისი პრაიდის" ოფისში არ იმყოფებიან არც აქტივისტები და არც "ღირსების მარშის" ორგანიზატორები. ისინი უსაფრთხო ადგილას იმყოფებიან.


close დახურვა