მოძალადეებმა რადიო თავისუფლების ჟურნალისტი და ფოტოგრაფი სცემეს.
როგორც თორნიკე მანდარია ყვება, პოლიცია იქვე იყო, თუმცა მათ არ დაეხმარა.
"ერთი ოფისიდან გადავდიოდით მეორეში, ვსხდეობით მანქანაში, უბრალოდ ოფისიდან გამოვედით და სანამ მანქანასთან მივედით, დაგვესხნენ თავს სიძულვილის ჯგუფები. ძალიან ბევრი ადამიანი იყო. პოლიცია იყო აქ და მოწოდებების მიუხედავად, არ გარყეულა. გვცემდნენ, ვითხოვდით დახმარებას, პოლიცია აქ იდგა და არ გარყეულა", - ამბობს ის.