logo
ENG



მოძრაობის „ძალა ერთობაშია“ წევრებს, სოფელ ატოცის ტერიტორიაზე ისევ არ უშვებენ

30 ოქტ 201914:14
3 წუთის საკითხავი
 
5xdarl11rahxoq8.jpg

 

მოძრაობის „ძალა ერთობაშია“ წევრებს, სოფელ ატოცის ტერიტორიაზე ისევ არ უშვებენ. ამ ეტაპზე პოლიციამ შესვლის უფლება მისცა ჟურნალისტებს. ტერიტორიაზე ჯერ არ გამოჩენილან რუსი ოკუპანტები.

მოძრაობის ერთ-ერთი დამფუძნებლის, დავით ქაცარავას ინფორმაციით, გამთენიისას ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლები, სოფელში არასტანდარტულ დროს გამოჩნდნენ, მოსახლეობა კი აცხადებს, რომ რუსი ცხენოსანი პატრული არაოკუპირებულ ტერიტორიაზე გადაადგილდებოდა.  

„გამთენიისას დილის პირველი საათიდან, დაახლოებით ორ საათამდე, ევროკავშირის სადამკვირვებლო მანქანა ძალიან არასტანდარტულ დროს გამოჩნდა შაქშაქეთის პოსტზე და გააგრძელა გზა კონფლიქტური ზონისკენ. ადგილობრივები გვეუბნებიან, რომ ამავე დროს, რუსი ოკუპანტების ათამდე ან ცოტა მეტი ცხენოსანი პატრული არაოკუპირებულ ტერიტორიაზე გამოჩნდა, სადაც ადგილობრივები საკუთარ საქონელს აგროვებენ. იქვე იმყოფებოდა პოლიცია, თუმცა პოლიცია ამ ფაქტს ჩვენთან კატეგორიულად უარყოფს“, - განაცხადა ქაცარავამ.

 


close დახურვა