logo
ENG



მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში გუშინ ადამიანებმა ვარდისფერი სუპერმთვარე იხილეს

08 აპრ 202010:51
3 წუთის საკითხავი
clock 161

თვითიზოლაციითა და პანდემიის გადავლის მოლოდინით დაღლილი მსოფლიო უნიკალური მოვლენის მომსწრე გახდა. მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში გუშინ ადამიანებმა ვარდისფერი სუპერმთვარე იხილეს. საქართველოდან კაშკაშა მთვარის ხილვა დილის 7-ის ნახევარზე იყო შესაძლებელი.

დედამიწის ერთგული თანამგზავრი ამ დროს 14 %-ამდე უფრო დიდი ზომის და 30 %-ით კაშკაშა ჩანს. ვარდისფერი სუპერმთვარისთვის თვალის შევლება დღესაც ღირს, თუმცა გასული ღამის განმავლობაში ის უფრო დიდი და კაშკაშა იყო. აპრილის მთვარეს ვარდისფერი ამერიკელმა ინდიელებმა უწოდეს, ეს კი ხეხილის გაყვავებითა და ბუნებაში ვარდისფერის დომინირებით ახსნეს. 


close დახურვა