logo
ENG



მსოფლიოში კოვიდ-19-ით ინფიცირებულთა რაოდენობა 4 მილიონს აჭარბებს

15 მაი 202009:19
3 წუთის საკითხავი
 

მსოფლიოში ახალი კორონავირუსით გადაცვლილთა რაოდენობამ 300 ათასს გადააჭარბა. ოთხი მილიონ 500 ათასზე მეტი გამოვლენილი შემთხვევიდან კოვიდ ინფექციისგან განკურნება მილიონ 704 ათასმა ადამიანმა შეძლო.

მსოფლიოში ერთ-ერთ ცხელ კერად კვლავ შეერთებული შტატები რჩება, სადაც გასული დღე-ღამის განმავლობაში ახალი კორონავირუსისგან 1 715 ადამიანი გარდაიცვალა. გარდაცვლილთა მაჩვენებელი კვლავ ფიქსირდება ესპანეთში, იტალიაში, საფრანგეთსა და გერმანიაში, თუმცა კლების ტენდენციით.

ბოლო 24 საათის განმავლობაში კოვიდ 19-სგან გარდაცვლილთა რაოდენობა რუსეთში 93-ით, თურქეთში 55-ით, სომხეთში ერთით, ირანში კი 71-ით გაიზარდა. 


close დახურვა