logo
ENG



მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ ნახევარ მილიონს გადააჭარბა

27 მარ 202011:20
3 წუთის საკითხავი
 

მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ ნახევარ მილიონს გადააჭარბა. გლობალურად ვირუსს უკვე 24 ათასზე მეტიადამიანი ემსხვერპლა.

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ინფიცირებულთა რაოდენობის მიხედვით ჩინეთს გადაასწრო. შეერთებულ შტატებში კოვიდ 19-ი 85 000-ზე მეტ ადამიანს დაუდასტურდა. დაიღუპა 1 300 ადამიანი.  

კვლავ მძიმეა ვითარება იტალიაში, სადაც 80 ათასზე მეტი ადამიანია ინფიცირებული. გასული დღის განმავლობაში ვირუსს 712 ადამიანი ემსხვერპლა. დაღუპულთა საერთო რაოდენობა უკვე 8 ათასს აჭარბებს.

4 365-მდე გაიზარდა დაღუპულთა რაოდენობა ესპანეთში. ადგილობრივი მედიკოსების განცხადებით, ისინი ეპიდემიის გამწვავებას უახლოეს დღეებში ელოდებიან. ქვეყნის მასშტაბით კოვიდ 19-ის 56 ათასი დადასტურებული შემთხვევაა.

გარდაცვლილთა რაოდენობა გაიზარდა საფრანგეთში, სადაც ვირუსის შედეგად გამოწვეული გართულებებით დღის განმავლობაში 365 ადამიანი დაიღუპა. კოვიდ-19 დაუდგინდა რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის რამდენიმე თანამშრომელს. ბოლო მონაცემებით, რუსეთში 182 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. დაღუპულია 3 ადამიანი.  

 


close დახურვა