logo
ENG



მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 3 მილიონს უახლოვდება

26 აპრ 202012:23
3 წუთის საკითხავი
 

მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 3 მილიონს უახლოვდება. დაღუპულთა საერთო რაოდენობა კი 200 ათასს აჭარბებს.

ამ ფონზე ევროპის ქვეყნები მკაცრი ზომების შემსუბუქებას განაგრძობენ, დონალდ ტრამპი კი მედიის შეკითხვებს აღარ პასუხობს. 

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი სამუშაოს უბრუნდება - კორონავირუსისგან გამოჯანმრთელების შემდეგ ბორის ჯონსონი კაბინეტს უბრუნდება.

ექვსკვირიანი კარანტინის შემდეგ ესპანეთში ბავშვებს სახლების დატოვების უფლება მისცეს - მათ შეუძლიათ, სახლიდან ერთი კილომეტრის რადიუსში ითამაშონ.

ტესტირების მკვეთრად გაზრდას გეგმავენ საფრანგეთში - ოფიციალური პარიზი ყოველკვირეულად ნახევარ მილიონამდე ადამიანის ტესტირებას აპირებენ.


close დახურვა