მსოფლიოში კორონავირუსით უკვე მილიონზე მეტი ადამიანი გამოჯანმრთელდა, გარდაცვლილთა რაოდენობამ 230 ათასს მიაღწია. დაინფიცირების 3 მილიონზე მეტი შემთხვევაა გამოვლენილი. კოვიდ 19-ით სიკვდილიანობის მაჩვენებლით დიდმა ბრიტანეთმა ესპანეთსა და საფრანგეთს გაუსწრო და ამ მხრივ ევროპაში მეორე ადგილი დაიკავა. თუმცა ყველაზე დიდი ზიანი მაინც იტალიას მიადგა. ქვეყანაში კოვიდ 19-ით გარდაცვლილთა რაოდენობა 27 ათასს აჭარბებს. ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსით გერმანიაში 153, ბელგიაში 170, ნიდერლანდებში 145, შვედეთში კი 107 ადამიანი გარდაიცვალა. კოვიდ ინფექციით გარდაცვალების ახალი შემთხვები კვლავ არ გამოვლენილა ჩინეთში.
მსოფლიოში კორონავირუსით უკვე მილიონზე მეტი ადამიანი გამოჯანმრთელდა
30 აპრ 202010:31
3 წუთის საკითხავი