logo
ENG



მსოფლიოში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რაოდენობამ 3 მილიონს გადააჭარბა

03 ივნ 202010:12
3 წუთის საკითხავი
 

მსოფლიოში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რიცხვმა 3 მილიონს გადააჭარბა. ბოლო მონაცემებით, ინფიცირებულთა რაოდენობა 6 მილიონ 500 ათასს უახლოვდება. კოვიდ-19-ს ჯამში 382 ათასზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. 

ყველაზე მწვავე კერად კვლავ ლათინური ამერიკის ქვეყნები ითვლება. ბრაზილიაში გასული დღის განმავლობაში კოვიდ-19-ს, ათას 232 ადამიანი ემსხვერპლა, რაც  პანდემიის დაწყების დღიდან ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. ქვეყნის მასშტაბით კორონავირუსს უკვე ემსხვერპლა 31 ათას 309 ადამიანი. მიუხედავად ამისა, რიო-დე- ჟანეიროში  შეზღუდვების ნაწილის მოხსნის გადაწყვეტილება მიიღეს. ამუშავდება მაღაზიები და ღია რესტორნები. 

კვლავ მძიმე ვითარებაა შეერთებულ შტატებში, სადაც ვირუსს ბოლო 24 სათის განმავლობაში ათას 134 ადამიანი ემსხვერპლა. დაღუპულთა საერთო რაოდენობა ქვეყანაში 108 ათასს აჭარბებს. ხოლო ევროპაში ვითარება შედარებით გაუმჯობესდა. დღეიდან იტალიაში  ქვეყნის მასშტაბით გადაადგილების შეზღუდვები უქმდება. იტალია ასევე არის პირველი ქვეყანა, რომელიც ევროკავშირის ქვეყნებისთვის საზღვრებს გახსნის.  

ევროპის დანარჩენი სახელმწიფოები საზღვრების ევროკავშირის ქვეყნებისთვის 15 ივნისს გახსნიან.


close დახურვა