logo
ENG



მსოფლიოში კორონავირუსის შემთხვევებმა ჩინეთის მონაცემებს გადააჭარბა

16 მარ 202017:29
3 წუთის საკითხავი
 

მსოფლიოში ​​კორონავირუსის გავრცელების შემთხვევებმა ჩინეთში არსებულ მონაცემებს გადააჭარბა. ამ დროისთვის სხვადასხვა ქვეყანაში 87 ათასი შემთხვევაა დადასტურებული.

ათასით გაიზარდა ინფიცირებულთა რაოდენობა ესპანეთში, სადაც გარდაცვლილთა რიცხვმა 297-ს მიაღწია. გასამმაგდა მონაცემები საფრანგეთში. ამ დროისთვის ქვეყანაში 5 ათასი დაინფიცირების შემთხვევაა დადასტურებული. გარდაცვლილია 127 ადამიანი. იტალიაში კი, კორონავირუსის მსხვერპლი 1809-ამდე გაიზარდა. 2 ათას 200-სს მიაღწია დაინფიცირების შემთხვევებმა შვეიცარიაში. გერმანიამ ხუთ ქვეყანასთან საზღვარი ჩაკეტა. ბავარიის რეგიონში კი ისტორიაში პირველად საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. 18-ამდე გაიზარდა ინფიცირებულთა რიცხვი თურქეთში, ირანში კი მსხვერპლი 853-ს აღწევს. თვითიზოლაციაშია საფრანგეთის ულტრამემარჯვენეების ლიდერი მარინ ლე პენი. კოვიდ 19 დაუდასტურდა ბრიტანეთის პარლამენტის კიდევ ერთ წევრს. ვირუსი აღმოაჩნდა ჯეიმს ბონდის ერთ-ერთ სერიაში მონაწილე უკრაინელ მსახიობს ოლგა კურილენკოსაც.

დაავადებასთან ბრძოლის კამპანიას უერთდება ლუი ვიტონის, დიორისა და ჟივანშის მფლობელი კომპანია და სადეზინფექციო ხსნარის უფასო წარმოებას იწყებს.  


close დახურვა