მსოფლიო პატრიარქმა ბართლომეოსმა საქართველოს პატრიარქის, ილია II-ის სულის მოსახსენებლად პანაშვიდი აღასრულა.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი ილია II 93 წლის ასაკში გარდაიცვალა. ილია მეორის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, საქართველოში გლოვა გამოცხადდა.
ილია II-ს 22 მარტს, სიონის საკათედრო ტაძარში დაკრძალავენ.
