logo
ENG



მსოფლიო პატრიარქმა ღვთისმსახურება მრევლის გარეშე ჩაატარა

19 აპრ 202012:27
3 წუთის საკითხავი
 

აღდგომის დღესასწაული მსოფლიოს მართლმადიდებლურ ტაძრებში სადღესასწაულო ღვთისმსახურებით აღნიშნეს. მსოფლიო პატრიარქი ბართლომე საღვთო ლიტურგიას სტამბოლის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში უძღვებოდა. ღვთისმსახურებამ კორონავირუსის პანდემიის გამო მრევლის გარეშე ჩაიარა. ლიტურგიაში მხოლოდ სასულიერო პირები მონაწილეობდნენ.

სახლებიდან ადევნებდნენ თვალს სააღდგომო ღვთისმსახურებას ბერძნებიც. საკარანტინო წესების გამო ლიტურგიას ათენის საკათედრო ტაძარში, მხოლოდ სასულიერო პირები ესწრებოდნენ. საბერძნეთში იერუსალიმიდან ჩატანილი წმინდა ცეცხლის გავრცელებაც აიკრძალა. ტრადიციულად, მას მრევლი ეკლესიაში იღებს.

ასევე მორწმუნეების გარეშე ჩაიარა ღვითისმსახურებამ მოსკოვის მაცხოვრის სახელობის ტაძარში, სადაც, ტრადიციულად, ხელისუფლების წარმომადგენლებიც იკრიბებიან. მაგრამ ლიტურგიას, რომელსაც რუსეთის პატრიარქი უძღვებოდა, არც მრევლი და არც პოლიტიკოსები ესწრებოდნენ. 


 


close დახურვა