logo
ENG



მსუბუქად მიმდინარე შემთხვევებს გავუმკლავდებით სახლის პირობებში - გიორგი გახარია

30 მარ 202017:38
3 წუთის საკითხავი
clock 476

გიორგი გახარიას განცხადებით, უახლოეს მომავალში მოხდება ოჯახის ექიმების გადამზადება, რათა სწორედ ისინი იყვნენ პაციენტების პირველი მიმღებები.

როგორც გახარიამ საგანგებო ბრიფინგზე განმარტა, თუკი პაციენტთან ვირუსის მიმდინარეობა იქნება მსუბუქი, ასეთი ადამიანები იმკურნალებენ სახლში ოჯახის ექიმის ზედამხედველობით.

„პირველადი ჯანდაცვა და ოჯახის ექიმები გახდებიან წინა ხაზის მებრძოლები ვირუსის წინააღმდეგ. თითოეული ადამიანი, რომელსაც ექნება შეგრძნება, რომ აქვს ცხელება - ექნება მიმართულება, სადაც მოემსახურებიან ოჯახის ან სოფლის ექიმები და აქედან დაიწყება პაციენტის მართვა. ამ ვირუსის დიდი პროცენტი მიმდინარეობს ხშირად უსიმპტომოდ და მსუბუქად, ჩვენი მოხუცებისა და ქრონიკული დაავადებების მქონეთა რისკი რომ შევამციროთ, მათთვის უნდა შევინარჩუნოთ ჰოსპიტალური რესურსები. იმ შემთხვევაში, როცა ვირუსი არ მიდის მძიმედ, უნდა გავუმკლავდეთ სახლის პირობებში", - განაცხადა გიორგი გახარიამ.

შეგახსენებთ, რომ ბოლო მონაცემებით საქართველოში ინფიცირების 100 შემთხვევაა დადასტურებული, აქედან 18 ადამიანი უკვე გამოჯანმრთელდა. კარანტინში იმყოფება 4978 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 266 ადამიანია.


close დახურვა