ავტოსაგზაო შემთხვევა ვაჟა-ფშაველას გამზირზე-მსუბუქი ავტომობილი მცირეწლოვან ბავშვს დაეჯახა. თვითმხილველების თქმით, ბავშვმა გზაზე გადაირბინა რა დროსაც მას ავტომობილი დაეჯახა.
მოზარდი უგონო მდგომარეობაშია და ის ამწუთებში სამედიცინო დაწესებულებაში გადაჰყავთ.
ადგილზე მობილიზებულია საპატრულო და სასწრაფო დახმარების ბრიგადები.