logo
ENG



მტკვარში ახალგაზრდა მამაკაცს ეძებენ

19 აგვ 202011:10
3 წუთის საკითხავი
 

მტკვარში ახალგაზრდა მამაკაცს ეძებენ. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, რომ ის სახლიდან გავიდა და აღარ დაბრუნებულა. უწყების ცნობით, არის ვარაუდი, რომ დაკარგული ვეფხია ხაჩიძე მტკვარშია.

ოჯახის წევრები პოლიციის განყოფილებაში იმყოფებიან, სადაც მათი გამოკითხვა მიმდინარეობს. მათი განცხადებით, ვეფხია ხაჩიძე ბოლოს დედას ესაუბრა და უთხრა, რომ სახლში მალე დაბრუნდებოდა. ოჯახის წევრებს ვეფხია ხაჩიძის დაკარგვის მიზეზებზე საუბარი უჭირთ.

საძიებო სამუშაოებში მაშველები დღეს, 19 აგვისტოს ჩაერთნენ. თბილისში, მტკვრის მარცხენა სანაპიროზე, სამძებრო სამუშაოებში 9-კაციანი ჯგუფი და ეკოლოტია ჩართული, რომელიც ფსკერის სკანირებას ახდენს. 

შინაგან საქმეთა სამინისტრო გამოძიებას 143-ე მუხლით აწარმოებს, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.


close დახურვა