თბილისში, მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე ავარია მოხდა. ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. ავტოსაგზაო შემთხვევის დროს რამდენიმე ადამიანი დაშავდა. მათ სიცოცხლისთვის შეუსაბამო დაზიანებები არ აქვთ.
შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება 276-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.