თბილისში, მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე ერთმანეთს 5 ავტომობილი შეეჯახა. ავარიის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა.
დაშავებულები კლინიკაში გადაიყვანეს.
როგორც ფორმულას შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს, მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.