logo
ENG



მუმბაიში ათასობით ვარდისფერი ფლამინგო გამოჩნდა

02 მაი 202017:31
3 წუთის საკითხავი
 

ათასობით ვარდისფერი ფლამინგო გამოჩნდა მუმბაიში. ქალაქში კარანტინის დადებითმა შედეგმა - გაწმენდილმა ჰაერმა და დაუბინძურებელმა წყალმა ფრინველები მიიზიდა.

ქალაქის ერთ-ერთ ტბასთან ფრინველები მიგრაციის პერიოდში გაჩნდნენ. მოსახლეობას მათთან მიახლოების საშუალებაც ჰქონდა. ინდოეთში ფლამინგოების მიგრაცია, ტრადიციულად, წელიწადის ამ დროს იწყება, თუმცა ამდენი ფრინველი ქალაქში ჯერ არ უნახავთ. 


close დახურვა