logo
ENG



მუმლაძის მკვლელობა - შემზარავ ფაქტზე შსს-ს პასუხისმგებლობის აღება არ სურს

11 ოქტ 201920:15
3 წუთის საკითხავი
 
j49pklwc84uqzpv.jpg

წლის ყველაზე შემზარავი დანაშაულზე შინაგან საქმეთა სამინისტროს პასუხისმგებლობის აღება არ სურს.  უწყება ვერ ხედავს სიტემურ პრობლემებს, ხოლო გენერალური პროკურატურა შიდა მოკვლევას არ აწარმოებს. დღეს „ფორმულა“ რუსთავში იმყოფებოდა და გაარკვია, რომ დაკავებული სამართალდამცველების, მიხეილ ღუბიანურისა და დავით მიროტაძის, ყველა ზემდგომი პირი პოსტს ინარჩუნებს.

„ფორმულას“ ინფორმაციით, მკვლელობისა და გატაცების საქმის გამოძებას დანაშაულში მონაწილე პოლიციელებმა კიდევ ერთი და დიდი პრობლემა შეუქმნეს -  გარდა იმისა, რომ ყველა პირდაპირი მტკიცებულება განადგურებულია, მტკვარში გადაყრილია მკვლელობის იარაღები - წაშლილია ვიდეო სათვალთვალო კამერების ჩანაწერებიც რითიც გლდანიდან რუსთავში მათი გადაადგილება იყო დაფიქსირებული. „ფორმულასთვის“ ცნობილია როგორ გახსნა პოლიციამ საქმე,  სადაც არცერთი პირდაპირი მტკიცებულება ამ ეტაპისთვის არ დევს.  მოკლულის მეგობარი გიორგი გეთაშვილი რომელმაც დავით მუმლაძე სახლიდან გაიყვანა პოლიციას თითქმის ერთი დღე გადამალული ყავდა, ის არ აჩვენეს ადვოკატს არც ოჯახის წევრებს და სავარაუდოოდ მის მიმართ განხორციელებული ძალადობის გამო გეთაშვილმა დანაშაული აღიარა.

35 წლის დავით მუმლაძე პირველ ოქტომბერს სახლიდან მისმა მეგობარმა დავით გეთაშვილმა გაიყვანა. გლდანში მიუყვანა პოლიციელებს მიხეილ ღუბიანურს, დავით მიროტაძეს და  დიმიტრი დუღაშვილს. სამართალდამცველებმა ის დააბეს და რუსთვში დავით ასათიანსა და ზურაბ ჯღარკავას გადასცეს. ბრალდების მიხედვით მათ დავით მუმლაძეს დანა 30 ჯერ დაარტყეს და ცხედარი მტკვარში გადააგდეს.  დაკავებულია 5 პირი ზურაბ ჯღარკავამ შეძლო და გამოძიებას მიემალა. 


 


close დახურვა