35 წლის დავით მუმლაძის მკვლელობის საქმეზე ბრალდებული გიორგი გეთაშვილის მამა ჯონი ოქრუაშვილი სასამართლო პროცესზე ცუდად გახდა.
ის სასამართლო დარბაზიდან გაიყვანეს. პროცესი ამ წუთებში რუსთავის საქალაქო სასამართლოში მიმდინარეობს. საქმეზე დაკავებული არცერთი პირი ბრალს არ აღარებს.
შეგახსენებთ, რომ 35 წლის დავით მუმლაძე 5 ოქტომბერს მტკვარმა გამორიყა. მას სხეულზე მრავლობითი ჭრილობები ჰქონდა. ოჯახი მას 6 დღე ეძებდა. საქმეზე უკვე დაკავებული 5 პირი, მათ შორის ორი მოქმედი და ერთი ყოფილი პოლიციელი.