მუნიციპალურ თავშესაფარს 7 ჯანმრთელი ძაღლის დაძინებაში ადანაშაულებენ.
ცხოველთა დამცველების თქმით, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩიდან ბოლო დღეების განმავლობაში ჯანმრთელი ძაღლები მოჰყავთ, რომლებსაც შემდეგ აძინებენ.
მუნიციპალურ თავშესაფარში ცხოველების დაძინების მიზეზად ცოფი დაასახელეს, თუმცა სოფლის მეურნეობის სამინისტროში ცხოველთა დამცველებს ცოფის დაფიქსირების შესახებ ინფორმაცია არ დაუდასტურეს.