logo
ENG



მუხიანში კაცი სავარაუდოდ, ხელყუმბარის აფეთქებას ემსხვერპლა

12 ივლ 202013:05
3 წუთის საკითხავი
 

მუხიანში, ალავერდის ქუჩაზე, სადაც გუშინ აფეთქებას 1 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, სამართალდამცველებმა მუშაობა დაასრულეს. გარდაცვლილის ცხედარი ექსპერტიზის ბიუროშია გადასვენებული.

მომხდართან დაკავშირებით სხვადასხვა ვერსია ვრცელდება. არსებობს ვარაუდი, რომ კაცს ხელყუმბარა აუფეთქდა, ხოლო მეორე ვერსიით, აფეთქება გაზის გაჟონვამ გამოიწვია.

მეზობლები ამბობენ, რომ კაცი არავისთან კონტაქტობდა და სახლიდან თითქმის არ გადიოდა.

ჩეკეტილი ტიპი იყო. საერთოდ არავისთან კონტაქტობდა არანაირი მეზობელი, არანირი გამარჯობა. ხშირად დამიძახია, რომ გამოსულიყო, მაგრამ არ გამოდიოდა“, - აცხადებს ერთ-ერთი მეზობელი.

მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 187-ე მუხლით მიმდინარეობს (სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია).


close დახურვა