logo
ENG



მყარი საკანონმდებლო და ინსტიტუციური მექანიზმების შექმნა - შშმ პირები მთავრობას მიმართავენ

15 ივნ 202008:23
3 წუთის საკითხავი
 

შშმ პირები და ორგანიზაციები მთავრობას განცხადებით მიმართავენ. დოკუმენტში რომელსაც ხელს  სხვადასხვა ორგანიზაციები და აქტივისტები აწერენ, საუბარია შშმ პირთა მხარდაჭერის მყარი საკანონმდებლო თუ ინსტიტუციური მექანიზმების შექმნაზე, რომელიც ადამიანებს საზოგადოებრივ ცხოვრებაში ინტეგრაციისთვის დაეხმარება. 

შშმ ქალთა ორგანიზაციის პლატფორმა „ახალი შესაძლებლობებისთვის“ თავმჯდომარის ესმა გუმბერიძის თქმით, საქართველოსთვის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის შესრულება ჯერ კიდევ 6 წლის წინ გახდა სავალდებულო, თუმცა სახელმწიფო პოლიტიკა ამ მიმართულებით კვლავ არაეფექტიანი და არასისტემურია.

„კონვენციის შესრულებაზე სხვადასხვა უწყებამ თავის კომპეტენციის ფარგლებში უნდა აიღოს პასუხისმგებლობა. იმისთვის, რომ ერთმანეთი არ იმეორონ, ამისთვის მაკოორდინირებელი ორგანოა საჭირო. იგივე ეხება სტატისტიკის წარმოებასაც, რათა დეტალურად გავიგოთ თუ რომელი შშმ პირები არიან უფრო მოწყვლადები. პრობლემების მოგვარება ხელს შეუწყობს საზოგადოებრივ ცხოვრებაში უფრო მეტი ადამიანის ჩართულობას“, - განაცხადა გუმბერიძემ.

წერილს 20-მდე ორგანიზაცია და 6 აქტივისტი აწერს ხელს. 


close დახურვა