თბილისის ცენტრში კორპუსის მშენებლობამ ისტორიული ნაგებობის დაზიანება გამოიწვია. სანაპიროს მიმდებარედ ისტორიული კედელი ქართული ოცნების დეპუტატის ბეჟან წაქაძის შვილის კომპანიას "შემოენგრა" - სწორედ ასე წერია დოკუმენტაციაში. განმარტებას მედიასთან თავად დეპუტატი აკეთებს და ამბობს, რომ შენობა უსახური - კედელი დასანგრევი იყო. ურბანისტები და ხელოვნებათმცოდნეები კი კალაძეს ადანაშაულებენ და ამბობენ, რომ ოცნებასთან დაახლოებულ ბიზნესებს სათანადო პასუხს არავინ სთხოვს.