logo
ENG



მშენებლობა ქავთარაძის ქუჩაზე - საკრებულოს ოპოზიცია მერიას ახსნა-განმარტებებს სთხოვს

19 მაი 202020:42
3 წუთის საკითხავი
 

ბეტონის ჯუნგლებად წოდებული ქალაქის ფონზეც კი გამორჩეულად უცნაური სამუშაოების მომსწრე გახდნენ დედაქალაქის მცხოვრებლები - ფანჯრების ამოსაჭრელად 17-სართულიან საცხოვრებელ კორპუსში კედლებს გარედან ანგრევენ. მშენებლები ირწმუნებიან, რომ მძიმე მასალა, რომელიც მაღალსართულიანი შენობიდან ცვივა, საშიში არ არის.

მშენებლობის ფორმატი რამდენჯერმე გადაიხედა და არცერთ ჯერზე კომპანიის ხელმძღვანელს, მერიაში მაღალი თანამდებობის პირის ძმის პირობებში ნებართვის მოპოვება არ გაჭირვებია

ოპოზიცია დედაქალაქის მთავრობისგან ახსნა-განმარტებებს ითხოვს, რომ საქმე ელიტურ კორუფციას და შერჩევით სამართალს არ ეხება. ბრალდებებმა „ქართული ოცნება“ დღეს გააღიზიანა კიდეც.

კომენტარს არ აკეთებს კომპანიის ხელმძღვანელის ძმა, ის ამჟამად შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსანია.  


close დახურვა