logo
ENG



მშვენიერაძე "ხალხის ძალის" კანონპროექტზე: ამას საქართველოში რუსეთის აგენტები დაუჭერენ მხარს

16 თებ 202318:38
3 წუთის საკითხავი
 
მშვენიერაძე "ხალხის ძალის" კანონპროექტზე: ამას საქართველოში რუსეთის აგენტები დაუჭერენ მხარს

პირველი, ეს არის ბიძინა ივანიშვილის კანონპროექტი. მეორე, ეს კანონპროექტი არის რუსული კანონპროექტი და თქვენ თუკი გადაშლით და ნახავთ მაგალითად 2014 წელს ვენეციის კომისიის დასკვნას, რომელიც რუსულ კანონთან დაკავშირებით მომზადდა ზუსტად იმავეს ამბობდნენ რუსები, რომ ეს არის ამერიკული კანონის ასლი და ეს თითქოს ასეა. მაგრამ მათ შორის არის ფუნდამენტური განსხვავება, ახლა ამ დეტალებში არ შევალ, თუმცა ვინც დაინტერესება შეუძლია ნახოს, რომ არის 4 ფუნდამენტური საკითხი, რითაც ეს კანონები ერთმანეთს არ შეესაბამება.

მთავარი საკითხი არ არის ამ კანონის შინაარსი, მთავარია, ვინ იღებს ზოგადად ასეთ კანონებს და რატომ იღებენ ასეთ კანონებს. ასეთ კანონებს იღებს რუსეთი, ასეთი კანონი შეიძლება ჰქონდეს ბელორუსს, სხვა ავტორიტარულ რეჟიმებს და როგორც წესი, ასეთი კანონების შექმნის იდეის ავტორი არის ყოველთვის ის ვისაც აწუხებს, როდესაც სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები და მედია პოულობს მათ კორუფციულ ფაქტებს, მათ მიერ ჩადენილ სამართალდარღვევებსა და დანაშაულებს და აშუქებს ამას და ხალხს აწვდის, როდესაც ჩვენნაირი ადამიანები, როგორიც ჩემი თანამოაზრეები არიან უსასყიდლოდ და გულმოდგინებით ვიცავთ იმ ადამიანებს, ვისაც დევნის სახელმწიფო, ავიწროებს სხვადასხვა მოტივითა თუ ნიშნით. სწორედ ესაა პრობლემა მათთვის და სწორედ ამ პრობლემის გადაწყვეტას ცდილობენ.

ამიტომ საკითხი ასე დგას, ამ კანონის მიღება არის ერთი მხრივ ლაკმუსის ქაღალდი - ვინც ამ კანონს მხარს დაუჭერს ისინი დაუჭერენ ისტორიაში ჩაწერას საკუთარი სახელის და გვარის, როგორც რუსეთის აგენტების - ამიტომაა ეს კანონი აგენტების, რომ რუსეთის აგენტები დაუჭერენ მხარს საქართველოში და მეორე მხრივ შეზღუდავენ მოსახლეობას, მიიღონ ის მხარდაჭერა, რომელსაც ამდენი ხნის მანძილზე კრიტიკული მედიისა და კრიტიკული ორგანიზაციების მხრიდან იღებენ.

 

close დახურვა